ორშაბათი, 29.04.2024, 14:35
მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი | სტატიების კატალოგი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბიოგრაფიები [4]
ჯაფარიძეებისა და მათი ოჯახის წევრების ბიოგრაფიები
სტატიები [4]
ისტორიული სტატიები ჯაფარიძების გვარისა და მათი ცალკეული წარმომადგენლების შესახებ
ძებნა
სტატისტიკა
ჯაფარიძეები
მთავარი » სტატიები » სტატიები

დაბა-სოფლის მოღვაწენი (სახალხო მასწავლებელი მალაქია ჯაფარიძე)

დაბა-სოფლის მოღვაწენი

სახალხო მასწავლებელი მალაქია ჯაფარიძე

სახალხო მასწავლებელი მალაქია ჯაფარიძე შვილებთან ერთად, რომელთაგან გრ. და ვლ. სთარგმნეს რუსულად ილია ჭავჭავაძის "გალხის ნაამბობი", აკაკის "ბაში–აჩუკი", ა.ყაზბეგის რამდენიმე მოთხრობა და სხვ. ეს მოთხრობები ცალკე წიგნებად იყო გამოშვებული მოსკოვის საგამომცემლო ამხ. "პოლზა"–ს მიერ. იგინივე ცნობილი არიან როგორც მხატვრები.

ამ დღეებში ქ. ონში ადგილობრივ სახ. განათლების მუშაკთა კავშირის თაოსნობით გადაიხადეს ცნობილი მასწავლებლის მალაქია ჯაფარიძის 45 წლის სახალხო სამასწავლებლო მოღვაწეობის იუბილე.

მალაქია დაიბადა რაჭაში, ს. ღარს, სწავლა მიიღო ტფ. სამასწავლებლო ინსტიტუტში და სულ ახალგაზრდა ჭაბუკი შეუდგა სახალხო განათლების სანუკვარ საქმეს. თუმცა თავისი დიდი სწავლის წყალობით მალაქიას შეეძლო რომელიმე დიდ ქალაქში თბილად მოკალათებულიყო, იგი მაინც თავის მშობელ კუთხისაკენ გაეშურა, სადაც სწავლა-განათლების მხრივ მეტს ჩამორჩენილობას ხედავდა. ონის სასოფლო სკოლას და მით მთელს რაჭველობას მიუძღვნა მან თავისი ცოდნა და ახლგაზრდული ძალ-ღონე. აქ დაიწყო ჩუმი კულტურული მუშაობა - ბუნებით კეთილმა ადამიანმა ისეთი თბილი პირობები შექმნა სკოლაში, რომ მალე უკიდურესად ჩამორჩენილი სოფლების ახალგაზრდობაც მიაჩვია სკოლას. სწავლობდა ხალხის ზნე-ჩვეულებას და ნაშრომებს ათავსებდა მაშინდელ რუსულ ჟურნალში "Сборник мат. для описания мест. и пл. Кавказа", მონაწილეობას იღებდა პეტერბურგის ფიზიკურ ობსერვატორიის გამოცემებში და სხვ. შემდეგ მიიწვიეს ქუთაისს და ბოლოს სამოქ. სასწავლებლის ხელმძღვანელად სომხეთში – ქ. იდგირს, მერე ლანჩხუთს, სადც ის ჩვეულებრივი გულწრფელობით ემსახურებოდა ხალხის სწავლა–აღზრდას. საბოლოოდ კი მალაქია მაინც რაჭისკენ გაეშურა.

რაჭაში მალაქიას ოჯახი შეიქნა ნამდვილ განათლების კერად, მით უფრო მას უკვე მხარში ამოუდგენ თვისი ვაჟები. სახალხო წარმოდგენები, მოხსენებები, ლექციები უკვე ხშირი მოვლენა შეიქნა მაშინ ჯერ კიდევ ამის უჩვეულო რაჭაში; ნელ–ნელა იზრდებოდა საუკეთესო ტრადიციები იქაურ მოზარდ თაობისათვის. მხცოვანმა მგოსანმა აკაკიმ, რაჭაში მოგზაურობის დროს, მალაქიას სიტყვაზე, რომ რაჭა ღარიბია ქონებრივად, მაგრამ მდიდარია ზნეობითო, ხუმრობით უპასუხა: ღარიბად არ ჩაითვლება ისეთი ხალხი, რომლის წარმომადგენელს უნარი ჰქონია ასეთი "ზავოდი"–ს შექმნისა, როგორც შენ შეგიქმნიაო და ღიმილით მიუთითა მალაქიას მის ექვს ვაჟზე, რომელნიც მამას გვერდს ახლდნენ.

მალაქიას მოწაფეები მრავლად მოიპოვებიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მეცნიერებისა და ხელოვნების მუშაკთა შორის, ყველანი სიამოვნებით გაიხსენებენ დღეს ტკბილ მასწავლებელს.

თითქმის ნახევარი საუკუნე ემსახურება მალაქია განათლების და კულტურულად წინსვლის საქმეს.

ხალხი ვერ დაივიწყებს ასეთ მუშაკებს.

გულითადი სალამი ხალხის უანგარო მეგობარს, სახალხო მასწავლებელს მალაქია ჯაფარიძეს.

შ. ზ.

"თეატრი და ცხოვრება” სათეატრო სალიტერატ. ჟურნალი.

21 დეკემბერი 1924 წ.   19 (22)

კატეგორია: სტატიები | დაამატა: Zura (14.02.2012)
ნანახია: 1753 | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
avatar
Copyright Z. Japaridze © 2024