ხუთშაბათი, 25.04.2024, 09:43
მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი | სტატიების კატალოგი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბიოგრაფიები [4]
ჯაფარიძეებისა და მათი ოჯახის წევრების ბიოგრაფიები
სტატიები [4]
ისტორიული სტატიები ჯაფარიძების გვარისა და მათი ცალკეული წარმომადგენლების შესახებ
ძებნა
სტატისტიკა
ჯაფარიძეები
მთავარი » სტატიები » სტატიები

ჯაფარიძეების წარმომავლობის შესახებ
ნაწყვეტი ლადო ჯაფარიძის წიგნიდან "მოგონებები და ჩანაწერები"
 
   ჩვენი გვარის წარმომავლობაზე ვერაფერს ვიტყვი. ის შორეული წარსულიდან უნდა მომდინარეობდეს. ბაბუა ნესტორი გვეტყოდა ხოლმე, რომ ჩვენი წინაპარი ოსეთიდან გადმოსულა ოდესღაცო. შეიძლება. ეს კი ცხადია, რომ ჯაფარიძეების ფუძე ზემო რაჭაა, სვანეთის მიჯნა. სვანეთიდან – სვანი ჯაფარიძეებიდან – აქვთ მათ დასაბამი, თუ პირიქით, იქაური ჯაფარიძეები არიან რაჭიდან წასული, ძნელი სათქმელია. ეს კია, რომ ძე-თი დაბოლოებული გვარები სვანეთში არაა და, თუ არის, უნდა ვიფიქროთ, უფრო გვიანდელია. თუმცა ჯაფარიძეებს სვანეთში, როგორც ვიცი, ჯაფრანებს ეძახიან. თუ ეს ასეა და ისინი უფრო ჯაფრანები არიან, ვიდრე ჯაფარიძეები, მაშინ ის ნამდვილად სვანური გვარი ყოფილა დასაბამიდანვე. ყოველ შემთხვევაში, მისი გარკვევა ისტორიული მონაცემების უქონლობის გამო ჩემთვის შეუძლებელია. ან რა საჭიროა?!. ისე კი, ისტორიიდან ცნობილია დიდი ბრძოლა რაჭის თავად ჯაფარიძისა და სვანებს შორის, რომელიც კარგადაა გაშუქებული ეგნატე გაბლიანის „თავისუფალ სვანეთში" და პროფესორ ბარდაველიძის წიგნში.
ბრძოლის შედეგად ჯაფარიძეს დარჩენია სვანეთის დიდი ნაწილი, რომელიც ამჟამად „მთის რაჭად" იწოდება და სოფლების ღების, ჭიორასა და გლოლისაგან შედგება. ეს სოფლები რომ ნამდვილად სვანების საცხოვრისი იყო, ამას იქ უამრავი სვანური კოშკის არსებობა ადასტურებდა. კოშკები დღეს უკვე თითქმის მთლიანადაა აღებული. ხოლო მერე, ეს სოფლები რომ ჯაფარიძეების კუთვნილება იყო, ამის საბუთები მოიპოვება, – თუნდაც როსტომ ერისთავისადმი ჯაფარ ჯაფარიძის მინაწერი (ლექსად), – ღები და ჭიორა წამართვიო; როსტომს ჯაფარიძისათვის – ალბათ ღალატის გამო – თვალები დაუთხრია. ამნაირად, ჩვენი გვარი ზემო რაჭიდანაა.
   სხვათა შორის, ამჟამად ეს გვარი ძალიან მომრავლებულია, ამიტომ გასარჩევად დამატებით გვარებს იშველიებენ. მაგალითად – მერაბიშვილები, ნასყიდაშვილები, ელიზბარაშვილები, გელაშვილები, ლომკაციშვილები, კუნკულიშვილები, ვახტანგიშვილები და კიდევ მრავალი სხვა. ჩვენი ოჯახი ცნობილია – როგორც ჯაფარიშვილები, რადგან ძველად ჩვენს შტოში მიღებული ყოფილა ბავშვისათვის ჯაფარის დარქმევა, ორი თაობის შემდეგ მაინც.
   როსტომ ერისთავის დროინდელი ჯაფარ ჯაფარიძე, როგორც ბაბუასაგან გამიგონია, თურმე ღარულას პირას ცხოვრობდა, სადაც შემდეგ ჩვენი დიდი ყანა და ბაღჩა იყო. უზარმაზარი კაკლის ხე კი, რომელიც „კოლმეურნეობამ" 30-იან წლებში მოჭრა, მის ეზოს ამშვენებდა. სახლ-კარი გაშლილ ვაკეზე ჰქონდა: ოდა (სასტუმრო), საჯალაბო, სამეურნეო შენობები, საჯინიბოები და მრავალი სხვ. ეს ნაგებობები დიდ სივრცეზე კოხტა ქალაქივით იყო თურმე გადაჭიმული. თანაც, იქვე ჰქონდათ კარის ეკლესია და ციხე.
   ონის ციხე რომელიღაც ჯაფარიძეს აუშენებია. მე მაქვს ფრაგმენტი ჟურნალისა („Журнал министерства внутренних дел". 1840 г. ч.XXXVIII) „Обозрение древних здании в Закавказском Крае", სადაც სხვათა შორის წერია: „В местечке Они крепость построена тавадом Джапарой Джапаридзевым в XV столетии. Посреди сей крепости находится развалившаяся церьковь..." თვალდათხრილი ჯაფარ ჯაფარიძე ამ ციხეზედაც სწერს როსტომს: „ონისა ციხე წამართვი და ზედ პატარა ქალაქი..."
   მე მახსოვს ძველი ციხის ნანგრევები ჩვენს ყანაში, ე.ი. ჩვენი წინაპრების ნამოსახლარზე, აგრეთვე პატარა ეკლესიის „საჯვარეს" ნანგრევები, 1890-იან წლებში ბაბუამ ყანის გაწმენდის მიზნით რომ აიღო. მას უკვე სხვაგან ჰქონდა სამოსახლო.
ძველი თვალუწვდენელი თავადური მამულებიდან ბაბუაჩემის დროს უკვე აღარაფერი იყო. ბაბუაჩემი - ერთადერთი ვაჟიღა დარჩენოდა მის მშობლებს, მამულებიდან თითქმის აღარაფერი მიუღია და ღარიბად ცხოვრობდა. ორი და ჰყოლია; ორივე სოფელ სომიწოში იყო გათხოვილი. ერთი მათგანი, ევგენი ჩიკვილაძის ბებია, კარგად მახსოვს, ბაბუდას ვეძახდით. მეორე და სანდრო ჩიკვილაძის ბებია იყო.


წყარო: http://japaridze.ucoz.com/load/1-1-0-1
კატეგორია: სტატიები | დაამატა: Zura (25.09.2010)
ნანახია: 5193 | კომენტარი: 2 | ტეგები: ჯაფარიძე, Japaridze | რეიტინგი: 3.7/6 |
სულ კომენტარები: 2
avatar
1
1 ჯაფარა • 20:00, 08.12.2010
tqven ar gcodniat realurad chveni gvaris warmoshobis shesaxeb. aranairi osuri warmomavlobis ar vart
avatar
0
2 Zura • 22:53, 15.01.2012
მეც ასევე ვფიქრობ, რომ აზრი ჯაფარიძეების ოსური წარმომავლობის შესახებ მცდარია.
სამწუხაროდ ამ მოგონებების ავტორი, ლადო ჯაფარიძე, დიდი ხანია რაც გარდაიცვალა, ამიტომ შეუძლებელია იმის გარკვევა, რა მოსაზრებას ეფუძნებოდა ასეთი ვარაუდი. უბრალოდ ავტორის პატივისცემის გამო, თავს უფლება არ მივეცი ამომეღო მოგონებებიდან ეს ფრაზა ან საერთოდ რაიმე ცვლილება შემეტანა ტექსტში.
avatar
Copyright Z. Japaridze © 2024